კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ხუთწლიან კონტრაქტს და წელიწადში 1.1 მილიონს დათანხმდა – იტალიელი ჟურნალისტი

0
391
27 Views

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი და შეთანხმების პირადი​ დეტალები შეათანხმა – ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

„ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლაზე მოლაპარაკება ფინალურ ეტაპამდეა მისული. კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდება და პირადი პირობებიც შეთანხმებულია – კვარაცხელია წელიწადში 1,1 მილიონ ევროს მიიღებს. აქ გასაკვირი არაფერია, რადგან ტრანსფერის დასრულებაზე შუამავალი კრისტიან ძაკარდო 29 იანვრიდან მუშაობს“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი.

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი ყაზანის „რუბინში“ დაიწყო, თუმცა  წამოსვლა გადაწყვიტა და მარტში ჯერ შეაჩერა, შემდეგ კი მთლიანად გაწყვიტა ყაზანურ გუნდთან ხელშეკრულება და ბათუმის „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

Cesko