უკრაინის მთავრობა ნაცისტები არიან – ცხედრები არ ჰგავს მათ, ვინც ქუჩაში სამი–ოთხი დღე იწვა” – რუსეთის ელჩი გაეროში

0
832
31 Views

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოჩართვის შემდეგ, შეხვედრაზე სიტყვით რუსეთის წარმომადგენელი გაეროს უშიშრეობის საბჭოში, ვასილი ნებენზია გამოვიდა.

მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა – პრეზიდენტი ზელენსკის ხელმძღვანელობით, რომელიც ებრაელია – ნაცისტები არიან.

ვასილი ნებენზიამ რუსეთის ჯარების მიერ ბუჩაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების შესახებ ბრალდებები უარყო და თქვა, რომ შეიმჩნევა “აშკარა შეუსაბამობა მოვლენებში, რომლებიც ნაჩვენებია უკრაინული და დასავლური მედიით”.

ასევე, მან თქვა, რომ უკრაინის ქალაქში ჟურნალისტების მიერ ნაპოვნი ცხედრები არ იყო იქ რუსული ძალების გაყვანისას და დასძინა, რომ ეს “დადასტურებულია რამდენიმე ვიდეოთი”.

“ცხედრები არანაირად არ ჰგავს მათ, ვინც ქუჩაში სამი, ან ოთხი დღის განმავლობაში იწვა.” – ამბობს რუსეთის ელჩი გაეროში.

ამის საპასუხოდ, BBC ამერიკული კომპანიის, Maxar-ის მიერ მიწოდებულ ფოტოებს აქვეყნებს და აზუსტებს, რომ ბუჩის იმავე ქუჩაზე გვამები 19 მარტსაც იყო. რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი მარტის ბოლოს დატოვეს.

წყარო – ტაბულა

Cesko