31 Views
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მომღერალ დიანა ღურწკაიას რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა.
წარმოშობით ქართველმა მომღერალმა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, 8 მარტს, კრემლის საკონცერტო დარბაზში იმღერა.
ბრძანებულებაში წერია, რომ წოდება ღურწკაიას “პოპარტის განვითარებაში შეტანილი დიდი დამსახურებისთვის“ მიენიჭა.
მომღერალმა 2006 წელს რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდებაც მიიღო.