დათო ხუჯაძე გია ყანჩელზე სერიოზულად ნაწყენი ყოფილა: „მწარედ მახსოვს, დღემდე ვერ ვივიწყებ. ეს იყო ჩემთვის უძლიერესი ტრავმა, ფაქტობრივად, ჩამძირა”

0
738
37 Views

დათო ხუჯაძე “ფარულ კონვერტში” პირველად ისაუბრებს იმ თემაზე, რომ გია ყანჩელმა “ჩიტო-გვრიტოზე” კლიპის გადაღების უფლება არ მისცა. საქმე ისაა, რომ რუსეთში 2003 წელს ჩასული ხუჯაძე პოპულარული სწორედ “ჩიტო-გვრიტოთი” გახდა. ქართველი მომღერლის შესრულებულ რემიქსს, ბევრი რუსული რადიოსადგური ატრიალებდა. ბოლოს ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებაც სთხოვეს.

“მოკლედ, რუსულ MTV-ზე დატრიალების შანსი გამომიჩნდა. ამისთვის კომპოზიტორისგან უფლება უნდა ამეღო და არხზე მიმეტანა. მაგრამ გია ყანჩელმა “ჩიტო-გვრიტოზე” კლიპის გადაღების უფლება არ მომცა.

უპატრონო ბიჭი ჩავედი რუსეთში, გავაკეთე ახლებური ვერსია, რა დავაშავე? პირიქით, ავტორს, რადიოებისგან შემოსავალი მისდიოდა. მაგრამ არ მოსწონდა ჩემი ვერსია. უარით რომ გამომისტუმრა, ეს იყო ჩემთვის უძლიერესი ტრავმა. ფაქტობრივად, ჩამძირა. დღემდე მწარედ მახსოვს, ვერ დავივიწყებ”, – თქვა ხუჯაძემ.

Cesko