❗❗❗ნაცებს პეტიცია შეუდგენიათ და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვენ, ივანიშვილს და ღარიბაშვილს დაადონ სანქციები, რადგან საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, პოლიტიკურად დევნის მიხეილ სააკაშვილს, ივანიშვილი რუსი ბიზნესმენია, რომელიც რუსეთს ეხმარება და ა.შ.
❗ამ პეტიციას ხელს აწერს იმ ახალგაზრდების ნაწილი, რომლებიც კითხვაზე: რა გინდათ ნაცების მიტინგებზე? პასუხობენ: რა ვქნათ, არაფერი გავაპროტესტოთ? ნაცები ყველგან მოდიან…
ნაცების პეტიციაზე რა უნდა თქვენს ხელმოწერებს ახალგაზრდებო, ახლაც ნაცები მოგივარდნენ?
როგორ ბედავთ იმის განცხადებას, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნის და წამების მსხვერპლია?
თქვენ, ამ ქვეყანაში გაზრდილ ახალგაზრდებს, არაფერი გსმენიათ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების შესახებ?
არც ის გაგიგიათ, წაგებული ომი როგორ იზეიმა მიტოვებული ჯარისკაცების ცხედრებზე?
არც ის იცით, სამაჩაბლოში დაკარგულ 150 სოფელს “ქვების გროვა” რომ უწოდა?
არც ის, რომ ომის შემდეგ სტრატეგიული ობიექტები (გრძელი სიაა) რუსეთს მიჰყიდა?
არც ის გაგიგიათ, როგორ აწამებდნენ, კლავდნენ, უკანონოდ იჭერდნენ თქვენს ნათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს, თქვენს თანატოლებს?
ნაცების მიერ მოკლული შვილის საფლავზე აფეთქებული მამის შესახებაც არაფერი გსმენიათ?
არც ზუგდიდში, სოფელ ნარაზენის ტყეში ნაპოვნ ე.წ. კასრების საქმეზე გსმენიათ რამე, სადაც მამაკაცების გაუპატიურების ფაილები, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკები ინახებოდა?
არც 55 ლარიან “კასტილიანზე” იცით არაფერი?
არც ის გაგიგიათ, როგორ მიითვისეს უამრავი ადამიანის კერძო საკუთრება?
ან როგორ აშანტაჟებდნენ ადამიანებს პირადი ცხოვრების კადრებით?
მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში ნაშოვნი ფული გაღელვებთ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი, 3 მილიარდი დოლარი საქართველოში, ქველმოქმედებაში დახარჯა?
სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, უგულავამ და მათმა ბანდამ კი – სახელმწიფო ბიუჯეტი და ხალხისთვის წართმეული ფული და ქონება ჯიბეში ჩაიდეს და როგორც საკუთარს, ისე განკარგავდნენ პირადი სიამოვნებისათვის?
ნაცკრიმინალების რუსულ მოქალაქეობას, რუსულ განათლებას კგბ-ს ინკუბატორებში და მათ რუსულ ბიზნესებს არ იმჩნევთ?
არც ის იცით, რომ ნაცების “საკრედიტო ბარათი” და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე – კობა ნაყოფია რომ რუსეთის მოქალაქეა და დღემდე აქვს ბიზნესი რუსეთში?
არც ის გსმენიათ, რომ ნაცთა ბელადის ბიძა, თემურ ალასანია რუსული კგბ-ს წარმომადგენელია და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციისთვის 1 მილიონ დოლარს იხდის?
არც ის, ნაცების საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რუსეთს მეორე სამშობლოდ რომ მიიჩნევს და რუსეთის კგბ-ს ჩინოვნიკი იყო წლების მანძილზე?
არც მისი განცხადება მოგისმენიათ 2008 წელს, რუსეთი საქმის კურსში არ იყო ცხინვალის რეგიონში ომის დაწყების თაობაზე და ეს ოსი სეპარატისტების გადაწყვეტილებააო?
არც ის იცით, სად და რომელი უნივერსიტეტი დაამთავრა პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა – ელენე ხოშტარიამ, რატომღაც ყოველთვის რომ იცის, რომელმა რუსმა როდის უნდა გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი და წინასწარ აქვს მომზადებული შესაბამისი საპროტესტო ატრიბუტიკა?
დიახ, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს შეცდომები და თქვენ უფლება გაქვთ ისინი არ მოგწონდეთ,
აკრიტიკოთ, მოსთხოვოთ და აქციები მართოთ.
მაგრამ,
ასე როგორ უნდა გძულდეთ სამშობლო, რომ ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა საფრთხის ქვეშ დააყენოთ, ნაცკრიმინალებთან ერთად იდგეთ და მათ, ხელისუფლებაში დაბრუნებაში ეხმარებოდეთ?
თქვენ, ვინც ხელს აწერთ ამ სამარცხვინო პეტიციას, ვეღარ იტყვით: რა ვქნათ, არაფერი გავაპროტესტოთ? ნაცები ყველგან მოდიან…
იმიტომ, რომ თქვენ თავად ხართ ნაცები.
მაია ელოშვილი; სოციალური ქსელი