ბიზნესმენი თემურ ჭყონია საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართავს და რჩევა-დარიგებას აძლევს, რომელიც მისთვის რეალურად არავის უკითხავს:
„ზელენსკიმ ურთიერთობა ევროპასთან გაზარდა, რომელიც ძალიან მიძინებული იყო. უდიდესი პატივისცემა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ვთხოვთ, რომ ბატონო ირაკლი, მიმართეთ ბატონ ზელენსკის, დაუმეგობრდით, დაამყარეთ კავშირი, შევიცვალოთ. პარლამენტმა თავისი პოზიცია შეიცვალოს. საზოგადოების, ჩვენ წინაშე ხართ ვალდებული.
მე თქვენი მტერი კი არა ვარ, თქვენი მეგობარი ვარ და მინდა თქვენ ასწიოთ თამასა იმ დონეზე, რა დონეზეც ზელენსკიმ ასწია და ჩვენ ვიქნებით უკრაინის დონეზე, ან შეიძლება უფრო გავასწროთ. ხანდახან ჩვენ გასწრება გვიყვარს. ამიტომ გთხოვთ სხვანაირად მიუდგეთ. დავივიწყოთ წარსული. გადავკეთდეთ, გადაკეთდა მთელი მსოფლიო და ჩვენც შევიცვალოთ. არ შეიძლება დავემსგავსოთ გმირებს? შეიძლება“, – განაცხადა ტელეეთერის საშუალებით ჭყონიამ.