ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე: ,,ვიგრძენი, რომ ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე”

April 1, 01:23
0
682

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს უკრაინიდან ცოლისთვის თაიგულის გამოგზავნა სურდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

,,არაფერი არ გვეშველება, 1999 წელს თბილისიდან ინტერნეტით, ონლაინ  მაიამიში ცოლს ყვავილები გავუგზავნე. 23 წელი გავიდა და კიევიდან თბილისში ყვავილები ვერ გამიგზავნია. ქვის ხანაში ვართ ისევ”, – დაწერა ირკალი ორუაშვილმა და იქვე იხუმრა: ,,წარწერის გაკეთება მინდოდა, პუტინის თავს ჩამოგიტან-მეთქი”.

ირაკლი ოქრუაშვილს და მისი მეუღლეს, ირინა გორდელაძეს 4 შვილი ჰყავთ – მია, ანდრია, ანა და ნინა. ირაკლი ოქრუაშვილმა მომავალი მეუღლე ,,თელასში” ნახა, გაცნობიდან 5 თვეში კი იქორწინეს. ირინა გორდელაძე რამდენიმე წლის ,,დილის გაზეთთან” (ავტორი მეგი კიკაჩეიშვილი) ყვებოდა:

მეოთხე თაობის თბილისელი ვარ, მყავს მშობლები, და და დისშვილები. დავამთავრე მე-6 გერმანული გიმნაზია, ვსწავლობდი გერმანიაში შონდორფის გიმნაზიაში, ვარ იურისტი, მაგისტრი შედარებით სამართალში.

მე-11 კლასში ვიყავი, როცა გერმანიაში წავედი, უფრო სწორად, სკოლაში კონკურსში გავიმარჯვე და ელიტურ სკოლაში გამაგზავნეს. იქ ნახევარი წელი ვისწავლე, საოცრად საინტერესო და დატვირთული დღეები მქონდა. მაშინ უკვე გატაცებული ვიყავი გერმანული ლიტერატურით, ფსიქოლოგიით, ხელოვნებით. ვხატავდი კერამიკის კლასში, გატაცებული ვიყავი ბატიკით. იურიდიულზე ჩავაბარე, თავდაპირველად საერთაშორისო განხრა ავირჩიე. მესამე კურსიდან სწავლა  გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში გავაგრძელე.

პირველი პროფესიული სამუშაო ,,ივერთბანკში” მქონდა, მერე იყო მსოფლიო ბანკის პროექტი ენერგეტიკის დარგში, ,თელასი”, შემდეგ ამერიკა, სადაც ერთწლიანი მაგისტრის ხარისხის პროგრამა გავიარე ფლორიდის უნივერსიტეტში და 3-თვიანი პრაქტიკა ვაშინგტონში. ახლა ვარ მაგისტრი შედარებით სამართალში.

ირაკლის სურვილი იყო, ამერიკაში წასვლამდე დავქორწინებულიყავით. დავთანხმდი. როცა დავვახლოვდით, ვიგრძენი, რომ მე ჩემი ნახევარი ვიპოვე.

პირველად, როცა დამინახა, ძალიან საქმიან გარემოში, გვერდით ჩამიარა, ყურადღება არც მიმიქცევია. არც კი ვიცოდი, ვინ იყო. შემდეგ დარეკა და მითხრა, ირაკლი ოქრუაშვილი ვარ და ,,ლანჩზე” გეპატიჟებიო. ჩავთვალე, რომ საქმიანი სადილი იქნებოდა. ,,სადილი” 9 საათზე გაიმართა. მივხვდი, რომ ამ ვახშამს საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ეს პირველი შეხვედრა იყო.

Cesko