ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოში უკრაინის ელჩის გაწვევაზე:
“ჩვენი საზოგადოება არც ისეთი გულუბრყვილო ვართ, რომ დავიჯეროთ, ზელენსკიმ მხოლოდ იმის გამო გაიწვია ელჩი, რომ თურმე საქართველოსგან სამხედრო მხარდაჭერა და იარაღი ვერ მიიღო, როცა მას უამრავი ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პრეტენზიები. ზელენსკის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად არიან ნაციონალური მოძრაობის შემადგენელი ნაწილი, ეს ერთი. რაც შეეხება მეორე საკითხს, თვითონ ელჩის გაწვევას, ვფიქრობ, რომ ეს შეურაცხყოფაა არა მარტო ხელისუფლების, არამედ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე ლუკმას უყოფს დაზარალებულ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს.”