აშშ უკრიანის უსაფრთხოების გარანტორობას ჯერ არ განიხილავს – თეთრი სახლი

March 31, 11:53
0
393

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის, კეიტ ბედინგფილდის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ მზად არ არის, განიხილოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორად გახდომის საკითხი. ამის შესახებ ბედინგფილდმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ოფიციალურ ვაშინგტონსა და მოსკოვს პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციამდე მიიყვანს.

“ჩვენ უკრაინასთან უწყვეტ რეჟიმში განვიხილავთ იმ საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც შეგვეძლება მათი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით არანაირი კონკრეტული დეტალები არ განიხილება, რაზეც ახლა საუბარი შემეძლებოდა. როდესაც პრეზიდენტი წყვეტს, კონკრეტულად რა გაუგზავნოს უკრაინას, ის ორ ფაქტორს ითვალისწინებს – პირველი, ეს არის სამხედროების შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ყველაზე ეფექტური და სასარგებლო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთის. მეორე ფაქტორი კი არის ის, რომ [ბაიდენი] არ მიისწრაფვის იმისკენ, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაებან. ისეთი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, რომლებიც აშშ-სა და რუსეთს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანს”, – ამბობს თეთრი სახლის წარმომადგენელი და დასძენს, რომ აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა და მასშტაბები უპრეცედენტოა.

ცნობისთვის, უკრაინულმა მხარემ სტამლობში, რუსულ დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოთქვა მზადყოფნა, გამოაცხადოს უბლოკო, ნეიტრალური და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსი, სანაცვლოდ კი უსაფრთხოების მყარი გარანტიები მოითხოვა. მათ შორის, NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, , ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, გარანტორი ქვეყნები ვალდებული იქნებიან უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ, მათ შორის, ჩაკეტონ ცა ქვეყნის თავზე.

ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებულმა სამეფომ და გემრანიამ მზადყოფნა გამოთქვეს, გახდენენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რა ფორმით.

Cesko