“ესე იგი, ახლა გავიგე და დილამდე ვერ მოვითმენ, უნდა დავწერო…” – მძინარაშვილი

March 30, 13:31
0
670

ესე იგი, ახლა გავიგე და დილამდე ვერ მოვითმენ, უნდა დავწერო:
სააკაშვილმა სასამართლოში რომ თქვა, – თქვენთვის არ მცალია, სერიოზული საქმე მაქვსო, – თურმე რა ყოფილა:

ჯერ ანკარაში ჩაფრენილა, ერდოღანი უნახავს და დაურწმუნებია, – რეჯეფ, შენი ჭირიმე, მე ვერ გამოვჩნდები და ისევ შენ უნდა შეასრულო შუამავლის როლიო.
მერე ანკარიდან მოსკოვში გადაფრინდა, პუტინს შეხვდა და უთხრა, – ვლადიმიროვიჩ, რამენაირად უნდა გამოძვრე ამ სიტუაციიდან, შენი ხალხი თურქეთში გაგზავნე უკრაინელებთან შესახვედრად. ოღონდ, იცოდე, მე აქ არ ვყოფილვარ და არაფერი მითქვამს, არ გამამხილოო.
მოსკოვიდან პირდაპირ კიევში გაფრენილა და ზელენსკისთვის უთქვამს, – რეჯებს და ვალოდიას ველაპარაკე, შეხვედრაც ჩანიშნულია და, აბა, შენ იცი, ისეთი ხალხი გაგზავნე, მთლად ხებე ნუ ეცმევათ, მოსკოვიდან სულ ჰალსტუხიანები მოდიანო.
ზელენსკის უთქვამს, – დარჩი ბარემ, შეხვედრის შემდეგ ბიჭები დაბრუნდებიან და შედეგებზე ვიმსჯელოთო.
სააკაშვილი ცივ უარზე დამდგარა, – რას მეუბნები, დავრჩე კი არა, ხუმრობითაც არ მახსენო; ახლა კი სასწრაფოდ უკან უნდა წავიდე, დილის “პრავერკამდე” საკანში უნდა დავბრუნდეო, – და გამოფრენილა რუსთავში.
ეს იმან მითხრა, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე პატარა თვითმფრინავს რომ დახვდა და სააკაშვილი უკან, დაწესებულებამდე მიიყვანა.
ის კაციც გაფრთხილებული ჰყოლია, – ასე და ასე კი იყო, მაგრამ შენ სიტყვა არსად დაგცდეს, ვითომ არაფერი დაგინახავს და არაფერი გაგიგონიაო.
იმ კაცმა (სახელს და გვარს ვერ გეტყვით, ტყუილად ნუ მთხოვთ!) ვერ მოითმინა, ახლა დამირეკა და მითხრა, – ამ ღამითაც გაფრინდა, შედეგები უნდა შეაჯამოს მოსკოვში და კიევში. ახლა ტრასაზე ვარ და მის თვითმფრინავს ველოდები. ჩემი ხასიათი ხომ იცი, რა მომასვენებდა, მამლის ყივილამდე ეს რომ არ გამემხილაო.
აი, ასეთი ამბავია, – ასე კეთდება დიდი საქმე და დიდი პოლიტიკა!
თქვენ კი სათანადოდ არ აფასებთ დიდ ადამიანებს!

ბონდო მძინარაშვილი; სოციალური ქსელი

Cesko