“ჩემი ინსტაგრამის გამოკითხვაში კითხვის ფორმულირება იყო მართლაც დაუფიქრებელი..”- ნოე სულაბერიძე პატიებას ითხოვს

0
505
25 Views

პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი ჩატარებული გამოკითხვის გამო პატიებას ითხოვს.

“ცხოვრების ყველა ეტაპზე თავისუფლება ჩემთვის უმთავრესი ღირებულებაა, ასე იყო, ასე იქნება. ამ ბოლო დროსაც, რასაც ვქმნი, უმეტესობა სწორედ ამ ღირებულებას ეძღვნება, თუმცა ისიც რეალობაა, რომ იგივე ადამიანები, ამას არასდროს სქრინავენ, ეს რა თქმა უნდა ეს არ მიკვირს )

ჩემი ინსტაგრამის გამოკითხვაში კითხვის ფორმულირება იყო მართლაც დაუფიქრებელი. ადამიანები ვართ, უზუსტობა და გადაცდომა ხანდახან ყველას მოგვდის, არ მიჭირს ამის აღიარება, მით უფრო, რომ არც რეზონანსზე დავფიქრებულვარ და არც გამოკითხვის საბოლოო შედეგს ველოდი ასეთს).

მესმის, რომ ჩასაფრებულების მცირე ნაწილს მიზეზი მივეცი ფსევდოპატრიოტული აღშფოთებისთვის, თუმცა ვისაც ჩემი პირადი გვერდის გამოკითხვა მართლა გულწრფელად შეეხო, (მათ შორის ბევრ ჩემთვის უცნობ ადამიანს) მე მაპატიეთ”, – წერს პროდიუსერი.

შეგახსენებთ, ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამოკითხვა ჩაატარა, სადაცსაზოგადოებას ეკითხებოდა:

აუცილებელი არჩევანის შემთხვევაში რას აირჩევდით?

– თავუსუფლება
– მშვიდობა

 

Cesko