“რა რაოდენობის ქართველი ქალებისა და ბავშვების მსხვერპლი იქნება თქვენი დახმარება? ან, კიდევ რამდენი ქართული ქალაქი და სოფელი გავასწორებინოთ რუსეთს მიწასთან?”

March 28, 20:58
0
241

ბატონო დანილოვ, ბარემ დეტალური გეგმაც გაგვიწერეთ, რომელ რიცხვებში გინდათ რომ რუსებს “რაღაც სხვაც ჰქონდეთ გასაკეთებელი”?
რა რაოდენობის ქართველი ქალებისა და ბავშვების მსხვერპლი იქნება თქვენი დახმარება? ან, კიდევ რამდენი ქართული ქალაქი და სოფელი გავასწორებინოთ რუსეთს მიწასთან?
30 წელია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს სისხლი სდის. საჯიშე ბიჭები შევწირეთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. 300 000 დევნილი გვყავს საკუთარ მიწაზე და დღემდე, რუსის ტანკის ლულა შუბლში გვაქვს დამიზნებული.
საქართველოს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტია. დღემდე გვაჭრიან ქართულ მიწას და გვიკლავენ მშვიდობიან მოსახლეობას.
ამ პირობებში, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა, ყველაფერი გაიღო თქვენს მხარდასაჭერად და დასახმარებლად.
4 ქართველი უკვე შეეწირა უკრაინის დაცვას…
კიდევ რა არ მოგწონთ? რა დაგაკელით? გვითხარით, არ მოგერიდოთ…
ოღონდ 44 მილიონიანი უკრაინა გადავარჩინოთ და ჩვენ სულ გავწყდებით 3,5 მილიონიანი საქართველო, არ არის პრობლემა…
თქვენს “მრჩეველ” ნაცკრიმინალებს თბილი სავარძლები და მსუყე ლუკმა არ მოაკლოთ, ბატონო დანილოვ.
მოკითხვა უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხისგან…
ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა – უკრაინელ ხალხს!
❗”საქართველო, სწორად არ იქცევა…დნესტრისპირეთი, საქართველო და ყველა დღეს დაკავებული რომ იყვნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“, – აღნიშნა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, დანილოვმა.

Cesko