საკუთარ თავთან ბრძოლა ჩემი მარცხით დამთავრდა. ამიტომაც ვემშვიდობები ამ წუთისოფელს – გიორგი კეკელიძე ემოციურ წერილს აქვეყნებს

May 21, 13:35
0
605

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„წელიწადია, მძიმე დეპრესია მტანჯავს. ვერავინ ამოიცნო რეალური მიზეზი.
ამის აღწერა და გადმოცემა მიჭირს. არც არის საჭირო. ახლო მეგობრებმა იციან და საკმარისია. მთელი ცხოვრება მხოლოდ რაღაც კარგი მინდოდა გამეკეთებინა. რაც შევძელი – შევძელი. ასე დაძალებით ცხოვრება კი უკვე აღარ გამოდის.ვცდილობდი, მაგრამ ვეღარ. სხვებს ვუხსნიდი ხელახალ დაბადებაზე, ხოლო საკუთარ თავთან ბრძოლა ჩემი მარცხით დამთავრდა. ამიტომაც ვემშვიდობები ამ წუთისოფელს. ასე პროზაულად და შეიძლება, უგემოვნოდაც. საჯაროდ ამ ამბავს იმიტომ ვყვები, რომ ცხადად იცოდეთ – ჩემს სიკვდილში ბრალი არავის მიუძღვის. მხოლოდ მე და ჩემს ობსესია-წარმოსახვებს. სამყარო ხომ ჩვენი წარმოდგენაა მასზე. მადლობა იმ დაუმსახურებელი სიყვარულისთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობდი. მადლობა მეგობრებს, რომლებიც მაძალებდნენ ცხოვრებაში დაბრუნებას/მეც ვცდილობდი მემუშავა და საქმე არ დაზარალებულიყო.
ბოდიში თაკო, ზაალ, ბესო და დედა.
მარად თქვენი
გიორგი კეკელიძე“
ფეისბუქ მომხმარებლების აზრით, შესაძლოა, კეკელიძის ეს პოსტი, მისი ახალი ნოველიდან ნაწყვეტი იყოს.
კიდევ ერთი ვერსიით, გიორგი კეკელიძეს ფეისბუქ გვერდი გაუტეხეს.

Cesko