იტალია, უკრაინიდან “მაწანწალა” ძაღლების და კატების მიღებაზე, უარს ამბობს

0
392
30 Views

იტალია, ქვეყანა რომელიც უკრაინას უდიდეს მხარდაჭერას უცხადებს და ამისთვის ვლადიმერ პუტინის კრიტიკის ობიექტიც გახდა, უკრაინიდან “მაწანწალა” ძაღლების მიღებაზე, უარს ამბობს.

უარის მიზეზი, ცოფის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილებაა. ბოლო მონაცემებით, 2021 წელს, უკრაინის ტერიტორიაზე, ძაღლებსა და კატებში ცოფის 256, ხოლო გარეულ ძუძუმწოვრებში 132 შემთხვევა დაფიქსირდა.

იტალიური მხარის განმარტებით, მათ არ სურთ საფრთხის ქვეშ დააყენონ იტალიის მოსახლეობა, თავად უკრაინელი ლტოლვილები და იტალიის ტერიტორიაზე მყოფი ცხოველები.

კანონით, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს, ცხოველს, რომელიც საზღვარი კვეთს, უნდა ჰქონდეს “ჩიპი”, რიგი გეგმური აცრებისა და ასევე გაკეთებული უნდა ჰქონდეს ცოფზე აცრა, საზღვრის კვეთამდე 3 თვით ადრე მაინც.

ქვეყნები, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი, რომლებიც უკრაინასა და ევროპას შორის დერეფნის ფუნქციას ასრულებენ, შეძლებისდაგვარად ახორციელებენ კონტროლს და ადგილზეც ცრიან ცხოველებს, მაგრამ აბსოლუტურ გარანტიას ვერ იძლევიან.

Cesko