უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის კრიტიკას, რუსეთში დარჩენასთან დაკავშირებით ფრანგული კომპანიების გადაწყვეტილებაზე, ფრანგული სუპერმარკეტების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ივ კლოდმა უპასუხა
Le Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში ივ კლოდმა კითხვაზე, როგორ აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს მოსკოვის სამხედრო მანქანის სპონსორობაში Auchan-ის დადანაშაულებასთა დაკავშირებით, ივ კლოდმა უპასუხა:
„ბატონი ზელენსკი ძალიან მამაცი ადამიანია, მე მას პატივს ვცემ. თავის ქვეყანისთვის ომის კონტექსტში ის სამაგალითოა, მაგრამ ეს სიტყვები არ არის სამართლიანი. არაა სასარგებლო ადამიანების ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზება. ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ ჩვენი თანამშრომლები და უზრუნველვყოთ ჩვენი მთავარი მისიის შესრულება – გავაგრძელოთ ამ ორი ქვეყნის მოსახლეობის კვება. სხვა მიზანი არასდროს გვქონია. მე მზად ვარ გავითვალისწინო საზოგადოებრივი აზრი, რომელიც არაა თანხმობაში ჩვენ პოზიციასთან. ჩვენი გაკრიტიკება ადვილია, მაგრამ ჩვენ ვარსებობთ, ღია ვართ და ვმოქმედებთ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
ჩვენი ბრენდის მიზანია: ვიყოთ სასარგებლო, სადაც არ უნდა ვიყოთ”.
Aucen-ი მულტინაციონალური კომპანიაა, რომლის შტაბ-ბინაც საფრანგეთის ქალაქ ლილთან მდებარე კომუნა კრუაში მდებარეობს. მსოფლიოს უდიდესი დამსაქმებელთა სიაში Aucen-ს 35-ე ადგილი უკავია. მას 350 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ისინი კომპანიის აქციების 5%-ის მფლობელები არიან
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 მარტს ის კომპანიები გააკრიტიკა, რომლებსაც რუსეთიდან წასვლის შესახებ არ ჰქონდათ გადაწყვეტილება მიღებული და ამ კომპანიების ბოიკოტისკენ მოუწოდა.
გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს მოუწოდა უკრაინაში ომის მიუხედავად რუსეთში კვლავ მომუშავე ფრანგული სავაჭრო ქსელების, Leroy Merlin-ის, Decathlon-ის და Auchan-ის და ამ უკანასკნელის შვილობილი ესპანური Alcampo-ს ბოიკოტისკენ.
25 მარტს, რუსეთში დარჩენილ კომპანიებთან დაკავშირებით კითხვაზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უპასუხა, რომ ფრანგულმა კომპანიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელონ თუ არა რუსეთში მუშაობა