„ნუ ენდობით რუსულ წყაროებს“ – ჯგუფი „მგზავრები“

0
784
47 Views

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯგუფი „მგზავრები“ რუსეთში ტურნეს აწყობენ სიცრუეა. ამის შესახებ განცხადება ჯგუფმა სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

ჯგუფი მსმენელს სთხოვს არ ენდონ რუსულ წყაროებს.

„გავრცელებული ინფორმაცია მგზავრების საკონცერტო ტურნესთან დაკავშირებით რუსეთში არის დეზინფორმაცია და სიცრუე. კონცერტებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია mgzavrebi.com-ზე იდება, ნუ ენდობით რუსულ წყაროებს“, – აღნიშნულია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მგზავრების“ მიერ რუსეთში 24 აპრილს დაგეგმილი კონცერტი გადაიდო, თუმცა  ეკატერინბურგში 29-30 დაგეგმილი კონცერტები დათქმულ დროს გაიმართებოდა.

Cesko