“ვერ ვხვდები, როგორ გადავრჩეთ… არ გვინდა ბრიტანეთიდან წასვლა…” – რუსი მილიარდერი

March 25, 23:25
0
286

რუსი მილიარდერი, პიოტრ ავენი, რომელსაც სანქციები დაუწესა ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, Financial Times-ს ამბობს:

 

“ჩვენი ბიზნესი მთლიანად განადგურებულია. ყველაფერი, რასაც 30 წლის განმავლობაში ვაშენებდით, ახლა მთლიანად დანგრეულია. ჩვენ როგორმე უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება. 

დამლაგებლის ან მძღოლის ყოლის უფლება მექნება? მე არ შემიძლია მანქანის მართვა. იქნებ ჩემი მეუღლის ქალიშვილმა მართოს. ჩვენ ვერ ვხვდებით, როგორ გადავრჩეთ. ძალიან უცნაურია, დაგიწესონ სანქციები იმის გამო, რომ პრეზიდენტს შეხვდი. ჩვენ ვცდილობთ, პოლიტიკის მიღმა ვიყოთ. პუტინთან შეხვედრაზე მე წარმოვადგენდი ალფა-ჯგუფს და არა საკუთარ თავს. დიდი ბრიტანეთიდან გაძევება 20 დღეზე ნაკლებ დროში გვემუქრება, ცოლთან და შვილთან ერთად დიდ ბრიტანეთში დარჩენა მსურს, თუ წავალ, ვეღარასდროს დავბრუნდები”.  

ავენი აპირებს, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაასაჩივროს, რადგან ამტკიცებს, რომ უსაფუძვლოა. მისივე სიტყვებით, ბრიტანელ ადვოკატებს რუსებთან მუშაობა არ სურთ და უთხრეს, რომ თითქმის შეუძლებელია, სანქციები შეიცვალოს.

ავენი რუსული ალფა-ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელა. ის ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს სხვა ბიზნესმენებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კრემლში შეხვედრაზე იყო. EU-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებში აღნიშნულია, რომ ის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენია, რის გამოც საბანკო ანგარიშები და აქტივები გაუყინეს, სანქციები შეეხო მის სახლს ლონდონის მდიდრულ უბანში, ასევე, მის საკუთრებაში არსებულ ხელოვნების სახლს ერთ-ერთ გარეუბანში. მისი ქონება გასულ თვეში 4.5 მილიარდი ფუნტი იყო..

Cesko