“მოსკოვში ჩემი ოჯახი საფრთხეში იყო… ცსკა-ში მაინც არ უნდა გადავსულიყავი” – თორნიკე შენგელია

0
429
34 Views

კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც რუსული ცსკა-დან მას შემდეგ წამოვიდა, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, იტალიურ გუნდში გადავიდა და ადგილობრივ მედიასთან ამბობს: 

 

“რუსეთიდან წასვლის გადაწყვეტილება ადვილად მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ ომი პირადად მოსკოვს არ ეხებოდა, ჩემი ოჯახი საფრთხეში იყო. ომის დროს არასდროს იცი, როდის რა მოხდება. პირველ რიგში, ოჯახი გავამგზავრე, შემდეგ კი, თავადაც დავტოვე რუსეთი.

რატომ წავედი რუსეთში სათამაშოდ? ცსკა-მ ოთხწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ, სანამ არ დაამატეს პირობა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშს ყოველთვის შევძლებდი, არ დავთანხმდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გავლაში დავეხმარო. ამასთან, ცსკა ევროპის ერთ-ერთი ტოპკლუბია და ევროლიგის მოგების იდეა ჩემთვის მიმზიდველი იყო.

ახლა ვთვლი, რომ ცსკა-ში მაინც არ უნდა გადავსულიყავი. კლუბის პრეზიდენტი, მწვრთნელები, თანაგუნდელები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო. ამისთვის მადლობა მათ. თუმცა, გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი ის, ვინც ვარ. სხვა კალათბურთელი, სხვა ადამიანი ვიყავი. თითქოს იქ არ ვიყავი.

დავბრუნდები თუ არა ცსკა-ში ოდესმე? არა, არ დავბრუნდები მაშინაც კი, როცა ომი დასრულდება“

Cesko