“მამა, რომელიც ალცჰაიმერით იყო დაავადებული, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა…“ – ლაშა ღლონტი

0
267
20 Views

ლაშა ღლონტი ცხოვრების პირად ტრაგედიას იხსენებს.

კითხვაზე:როდის განიცადა ყველაზე დიდი შიში – მომღერალი პასუხობს:

“როდესაც მამა, რომელიც ალცჰაიმერით იყო დაავადებული, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ხუთი დღე ვეძებდით. ამ შეგრძნების აღწერა ძალიან გამიჭირდება, რაღაც იდუმალი შეგრძნება იყო. ღმერთს ვეხვეწებოდი, მისი ცხედარი მაინც მეპოვა. როდესაც ქუჩაში ყველა მოხუცი საკუთარი მამა გგონია, შემოაბრუნებ და ხელში სხვა შეგრჩება, ძალიან რთულია, ეს საშინელი შეგრძნება და დიდი შიშია…“, – თქვა ღლონტმა “თბილისელებთან”.

აღსანიშნავია, რომ მომღერლის მამა 2016 წელს ხუთდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს…

Cesko