დომენიკ მანგო: ,,ჯანმრთელობა შემერყა ცოტა, მალე დავბრუნდები საქართველოში სამკურნალოდ”

March 23, 14:35
0
519

ბლოგერი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს:
,,ჩემი მისია დასრულებულია უკრაინაში. მიზეზი იმისა, თუ რატომ გადამეკიდა რუსული მედია (და შესაბამისად გავხდი რუსეთის ინტერესის მიზანი), ის არის, რომ ასამდე დიდი გამოცდილების მქონე ქართველი ჩამოვიყვანე უკრაინაში.
ეს ქართველები ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ ქართულ ლეგიონთან ერთად.
ძალიან ამაყი ვარ, რომ ომის დაწყების მესამე დღიდან უკვე გზაში ვიყავით და ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვართ საქართველოდან, ვინც უკრაინაში ჩამოვედით.
ასევე ათობით უკრაინელი დევნილი გავარიდე იმ დამქანცველ შეყოვნების პუნქტს და ამ აქტივობის გაგრძელებას კიდევ ვაპირებ. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ ამ საქმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კიდევ ერთი პატარა მტერი ავიკიდე, რუსეთი. მალე დავბრუნდები საქართველოში, მანამდე ფილტვები და ბრონქები უნდა ვიმკურნალო, ჯანმრთელობა შემერყა ცოტა. ეს ბიჭები ჩემი ძმები და მამები არიან! მალე დამთავრდება ეს ომი და ისინი გამარჯვებულები დაბრუნდებიან.
მიყვარხართ”.

Cesko