“რატომ?…ამიტომ: გვაჯობეს ანტიქართველებმა და საქართველო ჩაიჯიბეს”

March 23, 13:20
0
420

— რატომ? ამიტომ —
ჩემ თაობაში ვინც ყოველთვის გულგრილი იყო საქართველოს მიმართ ბავშვობიდან და ქართულ კულტურას დაცინოდა ყველა ასპარეზზეა, ან იყო ასპარეზზე, თავის წილად ჩაიჯიბა მედროვეს მოსაპარი და ახლა ფუფუნებაში ღრუტუნებს.

30 წელი ასეთებმა მართეს საქართველო. ასეთები ამოატივტივეს დასავლელმა ,,სტრატეგიულმა პარტნიორებმა”, თავზე დაგვასვეს და საქართველო ინტელექტუალურ საღორედ აქცევინეს. თავისნაირი ანტიქართველები გამოაზრდევინეს თაობებად და ახლაც ეს მსოფლიო ,,მოქალაქეები” ,,პატრიოტობენ”.

ქართული აზროვნებით თაობების გამომზრდელ ,,ცოდნის ტაძარში”, უნივერსიტეტში რექტორად კვლავ ბუდაპეშტის სოროსის ოფისში ათი წელი ნამსახური ანტიქართველი ზის და მისი დირიჟორობით ისევ ათაყვანებენ ჩვენ შვილებს სოროსულ სკოლებში. ტელევიზიები ისევ დეზინფორმაციით და ტვინის რეცხვით აშტერებენ საზოგადოებას. ისევ ვასიკო მაღლაფერიძესავით და კოტე ჯანდიერივით გამობრძმედილი სოროსელები ,,ქართველობენ” და ,,მოღვაწეობენ”.
ლამის ,,სინგაპურად” ქცეულ საქართველოს კვლავ ბავშვობიდან ანტიქართველებად გამოჩორკნილი პერსონაჟები მართავენ და ამიტომ ნუ გვიკვირს შედეგები ქართველებო, რადგან რაც ხდება დღეს ქართველი საზოგადოების დამახინჯებულ აზროვნებაში ჩვენი ბრალია. გვაჯობეს ანტიქართველებმა და საქართველო ჩაიჯიბეს. ისინი დღესაც თავაწეულნი დადიან და თავს აქეთ გვამადლიან, რადგან ასეთებს უხრის ქედს ერი და ასეთებს ეფერება იერარქთა უმრავლესობა. კურთხევა არ აკლიათ და პატივი.

გურამ ქართველიშვილი; სოციალური ქსელი

Cesko