39 Views
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინა რუს ოკუპანტებზე გამარჯვებას აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში იზეიმებს.
“აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში ვფიქრობ, ისეთი შუალედური გამარჯვება გვექნება, როცა მივხვდებით, რომ ისინი დავამარცხეთ”, – განაცხადა მან.
არესტოვიჩის თქმით, შესაძლოა, ეს არ ნიშნავდეს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ ყველასთვის გასაგები იქნება, რომ რუსეთის სამხედრო მცდელობების დასასრული დადგა.
შეგახსენებთ, მანამდე არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუს ოკუპანტებთან აქტიური საომარი მოქმედებები უკრაინაში შეიძლება, ორ-სამ კვირაში დასრულდეს.