“დაუწესეთ სანქციები სარკოზს, მერკელს, ობამას და კლინტონს…” – კაჩინსკის მკვლელობა, გაზი და MAP-ი” – ქარდავა ზელენსკის

0
525
26 Views

ყოფილი ძალოვანი, მეგის ქარდავა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართავს და სოციალურ ქსელში, წერს:

“Володимир Зеленський
Міністерство закордонних справ України / MFA of Ukraine
Посольство України в Грузії / უკრაინის საელჩო საქართველოში
?️ ბატონო პრეზიდენტო❗

?️მოგმართავთ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების საკნიდან და მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო თქვენი და გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ, ასევე მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა, რომ არ მომეცა ფიზიკურად გვერდში დგომის საშუალება.

?️მინდა მოგიწოდოთ, რომ მოითხოვოთ სანქციების დაწესება: სარკოზის, მერკელის, ობამას და კლინტონის მიმართ, რადგან პუტინზე და რუს ოლიგარქებზე არანაკლებია მათი წვლილი ქართველი და უკრაინელი ხალხის ტრაგედიაში, რადგან მათი მხრიდან რუსეთთან გაზით ვაჭრობის სანაცვლოდ საქართველოს და უკრაინისთვის MAP-ზე უარმა და ე.წ. “გადატვირთვის პოლიტიკამ” გამოიწვია ჯერ რუსეთ-საქართველოს ომი და შემდგომში რუსეთ-უკრაინის ომი, ასევე საქართველოს ეროვნული გმირის, პოლონეთის ღირსეული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მკვლელობაზე მათი მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშე დატოვებამ გამოიწვია პუტინის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელება ევროპის ქვეყნებში.

?️ ეს სანქციები იქნება პრევენცია და მკაფიო გზავნილი იმ დასავლელი ლიდერებისთვის ვისაც დღესაც ვერ გადაუწყვეტია არჩევანი “ვაჭრობასა” და “სიცოცხლეს” შორის, ასევე იქნება პრევენცია და მკაფიო გზავნილი, რომ მსოფლიო საზოგადოება არ დაუშვებს პუტინის მიერ კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობას.

?️ დღეს თქვენი მეთაურობით უკრაინელი ხალხი არის ციტადელი სინათლის, რომელიც ებრძვის წყვდიადის ბნელ ურდოს და რომელსაც სულ მალე დაამარცხებს, რაშიც მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რადგან სინათლე წყვდიადზე ყოველთვის იმარჯვებს.

?️ გისურვებთ მხნეობას და გამძლეობას თქვენ, უკრაინელ ხალხს და ყველას ვინც ნათელი მომავლისთვის იბრძვის.

СлаваУкраїні ??❤??
Героем Слава ✊❗

?️ Mr. PRESIDENT❗

?️I am addressing you from the cell of Rustavi N12 Penitentiary Institution and I would like to express my support for you and the heroic Ukrainian people, I also want to express my deep sorrow that I was not allowed to stand by them physically.

?️ I would like to urge you to demand sanctions against Sarkozy, Merkel, Obama and Clinton, because they are no less involved in the tragedy of the Georgian and Ukrainian people, than Putin and the Russian Oligarchs. Because their rejection of the MAP in exchange for gas trade with Russia for Georgia and Ukraine and the so-called “reset policy” led to the Russian-Georgian war and later the Russia-Ukraine war, as well as the lack of proper response to the assassination of Lech Kaczynski, Georgia’s national hero led to the continuation of Putin’s criminal activities in European countries.

?️These sanctions will be a deterrent and a clear message to Western leaders who are still unable to decide between “trade” and “life”, as well as a deterrent and a clear message that the world community will not allow Putin to assassinate another president.

?️Today, under your leadership, the Ukrainian people are a citadel of light, fighting the horde of darkness and whom they will soon defeat, which I am deeply convinced of, because light always wins over the darkness.

?️ I wish you, the Ukrainian people and all those who are fighting for a bright future, courage and resilience.

СлаваУкраїні ??❤??
Героем Слава ✊❗

Cesko