,,უკრაინას უკვე აღარაფერი ეშველება, დავასრულე ამ ქვეყანაზე რაიმე კომენტარი საერთოდ” – დემურ გიორხელიძე

0
487
31 Views

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის აკრიტიკებს და წერს:

,,CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკის განცხადება ნახეთ, როგორ შეურაცხყოფს… ვისაც შეურაცხყოფს და მერე იფიქრეთ, ვის ადიდებთ და ვის გმირად სახავთ, იდეოლოგიით დამცირებულო და საცოდავო ადამიანებო.
არ მინდა, მისი სიტყვებით წავბილწო ჩემი გვერდი. დავასრულე უკრაინაზე რაიმე კომენტარი საერთოდ და ა.შ. ყველაფერი დაწერილია და ამ ქვეყანას უკვე აღარაფერი ეშველება… მცირერიცხოვანი იდეოლოგიით გამოთაყვანებული და გაუნათლებელი ადამიანებისთვისაა ეს ნაგავი [ზელენსკი] გმირი. გასაგებია?”.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ქართულ სოციალურ ქსელებში ვოლოდიმერ ზელენსკის სალანძღავი ძალიან ბევრი პოსტი იწერება. ბოლო დროს კი ფაქტობრივად კამპანია გაჩაღდა იმის შესახებ, რომ საქართველომ ნატო-ზე უარი უნდა თქვას, უფრო მეტიც, ალიანსს ჩვენს ქვეყანაში წვრთნები არ უნდა ჩაატარებინონ. იგივე კომენტარებია დემურ გიორხელიძის პოსტის ქვეშ, სადაც წერენ:

,,პროვოკაციის სუნი ასდის ამ წვრთნებს” ,,არ უნდა ჩავატარებინოთ, ხალხი უნდა გამოვიდეთ და ავკრძლოთ საქართველოში ნატოს ხსენებაც კი”, ,,არაა აუცილებელი 50 00 გამომსვლელი, 2-3 ათასი კაცი საკმარისია თბილისისთვის და 500-500 ეყოფა დასაწყისისთვის ქუთაისს და ბათუმს”.

Cesko