23 Views
აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაწყვეტის ზღვარზეა. რუსეთის საგარეო უწყებამ შტატების ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.
საქმე ეხება გასულ კვირაში ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს ჯერ ომის დამნაშავე, შემდეგ კი სისხლიანი დიქტატორი უწოდა.
„ამგვარი განცხადებები არ შეეფერება ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს და რუსეთ- ამერიკის ურთიერთობები გაწყვეტის ზღვრამდე მიჰყავს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.