ჩეჩნეთის მეთაურ, დაავიწყდა, რომ რუსეთში სიტყვა „ომი“ აკრძალულია და შეცდომა დაუშვა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თუმცა, მან მალევე შეასწორა სტატუსი. უცნაური შესწორება ტელეგრამის არხმა „კათარზისმა“ შეამჩნია.
ჩეჩნეთის მეთაურმდა გამოქვეყნებულ სტატუსში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნილი კადიროველების სამედიცინო დახმარებაზე ისაუბრა.
მან დაწერა, რომ „არ არსებობს ომი მსხვერპლის გარეშე“. კადიროვი მალევე მიხვდა, რომ აკრძალული სიტყვა გამოიყენა, რადგან რუსეთში უკრაინაში შეჭრას არა ომს, არამედ „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებენ.
რედაქტირების შემდეგ ტექსტის ეს ნაწილი ასე გამოიყურება: „არ არსებობს ბრძოლა მსხვერპლის გარეშე“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს თითქმის ყველა კადიროველი, რომლებიც რუსეთის მხარდასაჭერად იბრძოდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ამის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩენი სამხედროები, სახელწოდებით „კადიროველები“ სამშობლოში დაბრუნდნენ 13 მარტს.
ჩასწორებული ვარიანტი: