30 Views
უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, მანქანების ერთ-ერთ სამრეცხაოში. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს მკვიდრი, 21 წლის ახალგაზრდა რეზი გადელია თბილისში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
სოფლის რწმუნებულის ამირან ნადარეიშვილის ინფორმაციით, კაცი სამრეცხაოში მუშაობდა.
მისი თქმით, ვიდეოკამერებმა სამსახურიდან გასვლის ფაქტი დააფიქსირეს.
ხოლო მეორე დღეს, სამრეცხაოს უკანა მხარეს მდებარე ქვესადგურთან გარდაცვლილი იპოვეს.
მამაკაცის ცხედარი სოფელში უკვე გადმოასვენეს. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა.
გარდაცვლილს მეუღლე ჰყავდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ივნისში შვილს ელოდება.
წყარო: „პრაიმტაიმი“