32 Views
ანონიმური წყაროს თქმით, აშშ უკრაინას 100 „კამიკაძე“ დრონს გადასცემს, რომელიც 16 მარტს გამოცხადებული სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი იქნება.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში უსაფრთხოების მიზნით დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, რაც კიევისთვის დამატებით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტების გადაცემას ითვალისწინებს.