VIDEO: „მე გაგაფრთხილე! ეს ხდება, როცა ჩემს ქვეყანაზე უპატივცემულოდ საუბრობ!” – ილია თოფურიამ პედი პიმბლეტს დაარტყა

March 16, 08:43
0
758

„ეს ხდება, როცა ჩემს ქვეყანაზე უპატივცემულოდ საუბრობ!” – ილია თოფურია UFC-ს ბრიტანელ მებრძოლ პედი პიმბლეტს დაუპირისპირდა.

„მე გაგაფრთხილე! აი, რა ხდება, როცა მე და ჩემს ქვეყანას უპატივცემულოდ გვექცევი! დამინახე და ჩემი მოკითხვა გინდოდა, რადგან შარვალში ჩაისვარე! მადლობა უნდა გადაუხადო ჩემს გუნდს, რადგან მათ რომ არ გავეწიე, თავს მოგაძრობდი. ეს არ არის ტვიტერი, ეს არის რეალური ცხოვრება!”, – დაწერა თოფურიამ სოციალურ ქსელში.

დაპირისპირებას წინ უძღოდა ინგლისელი მებრძოლის განცხადებები, რომელიც თოფურიასთან ერთად სხვა ქართველ მებრძოლებს და საქართველოს სოციალური ქსელით შეურაცხყოფას აყენებდა.

 

Cesko