„მე ვიცი, როგორ შეიძლება დაიხუროს კიევის ცა“ – ბონდო მძინარაშვილის იდეა

March 16, 08:19
0
413

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:

„მე ვიცი, როგორ შეიძლება დაიხუროს კიევის ცა:
მორიგეობით, თითო კვირით, ოფიციალურ ვიზიტად უნდა ჩავიდნენ აშშ პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ჩინეთის ლიდერი, თურქეთის პრეზიდენტი, იაპონიის პრემიერი, კანადის პრემიერი და ა. შ.
ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ოფიციალური ვიზიტისას სტუმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცა იკეტება.
ჰოდა, რუსეთიც ვეღარ იტყვის, – ნატოს ჩარევააო!
ამასობაში მოილაპარაკებენ და რაღაცაზე შეთანხმდებიან კიევი და მოსკოვი.
P. S. ხუმრობა არ გეგონოთ, – რუსეთი ნამდვილად ვერ გაბედავს ამ სტუმრების დაბომბვას!“

Cesko