“უნდა გაეკეთებინა ისეთი განცხადება, რომლის გამოც ჩვენ ისევ პირადაპირი სამიზნე ვხდებოდით”

March 15, 16:59
0
349

ჩემი ინფორმაციით, ზურაბიშვილი აპირებდა კიევში ჩასვლას პოლონეთის და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ამით საქართველო მტრის პირდაპირი სამიზნე ხდებოდა.

„როგორც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, ამ ფაქტზე ხაზგასმით უნდა გაეკეთებინა ისეთი განცხადება, რომლის გამოც ჩვენ ისევ პირადაპირი სამიზნე ვხდებოდით. ომში ჩართვის რისკი, რა თქმა უნდა ისევ მაქსიმუმზე ადიოდა. „ქართულმა ოცნებამ“ დაასწრო, რისკი დააზღვია და ისიც უთხრა, რომ მხოლოდ სიმბოლურად არის მთავარსარდალი და ისიც რომ სიმბოლურმა, ცერემონიულმა მთავარსარდალმა ასეთ ვითარებაში ქვეყანა არ უნდა დატოვოს.

რამდენიმე კითხვა მეც მრჩება, რატომ იციან ეს ამბავი მაინცდამაინც „ნაც.მოძრაობაში“ (საიდანაც ჟონავს ეს ინფორმაცია) და ვინ აორგანიზებს მსგავს საკითხებს?!“, – წერს ექსპერტი.

Cesko