ებს, აქეთ მამშვიდებენ და მაიმედებენ. იგივე ემოციები მქონდა, ჩემი უფროსი დის მიმართ, რომელიც ოჯახთან ერთად ისრაელში ცხოვრობს. ჩემი დისშვილი ჯარშია და როდესაც ისრაელს ბომბავდნენ, წარმოუდგენელი დღეები გავიარე. წარმოიდგინეთ, მე ჩემს თბილ სახლში ვიყავი, იქ ჩემი ოჯახი იბომბებოდა და ჩემი 19 წლის დისშვილს რა მოუვიდოდა, არ ვიცოდი. ახლა იმავეს განვიცდი ჩემი უმცროსი დის ოჯახის მიმართ და მინდა, გითხრათ, რომ ამ ყველაფრით ძალიან ვამაყობ. კი, ამას უდიდესი შიშიც ახლავს, მაგრამ სასწორზე რომ დავდოთ, სიამაყე გაცილებით დიდია და შიშს ჯაბნის. ამ განცდის საფუძველს თვითონ ისინი მაძლევენ.
– უკრაინაში მყოფი დისშვილი რამხელაა?
– რვა წლის. 12 მარტს აქვს დაბადების დღე და ძალიან მინდა, რომ ჩემთან შეხვდეს. ბავშვი ძალიან შეშინებულია. როგორც კი განგაშის სიგნალები ჩაირთვება და სამალავში შედიან, ჩემთან იწყებს რეკვას. ჩემში ხედავს ხსნას და იმედს, იცის, რომ მე ვარ მისი უსაფრთხოების გარანტორი, რომ მალე უნდა ჩამოვიდეს და ჩემთან ყველაფერი კარგად იქნება. პირველი დაბომბვის შემდეგ ჩემთან კომუნიკაცია ძალიან დაეხმარა. მე მას ჩემს გენერალს, ვაჟკაცს, ჩემს უძლიერეს ბიჭს ვეძახი და ამ დროს ის აღარ ტირის. კანკალებს, მაგრამ აღარ ტირის. იმედით ივსება. გამხნევებასა და მოტივაციის მიცემას, ადამიანისთვის უდიდესი ძალა აქვს. მხოლოდ ხელში ავტომატის აღება ან ტანკით ბრძოლა არ არის შედეგიანი. თითოეულ სიტყვას, მზერას, გამხნევებას იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ ბომბების ქვეშ მჯდომ პატარა ბავშვსაც კი შეიძლება, ცრემლები შეუჩერო და დაარწმუნო, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ქართველები ამაში მაინც შევიკარით ერთ მუშტად და ყველა იმით ვეხმარებით უკრაინელებს, რითაც შეგვიძლია. ისინი უზომოდ მადლიერები არიან. ეს მე მათთან უშუალო კომუნიკაციით ვიცი და არა ოფიციალური განცხადებებიდან. მჯერა, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება.
წყარ : tbiliselebi.ge