„ეს არის ცდუნებების 2-კვირიანი პერიოდი“ – ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი

0
289
20 Views

ასტროლოგიურად რთული პერიოდი, 14 ნოემბერს დასრულა და მიხეილ ცაგარელის განმარტებით, უახლოესი 2 კვირა თითქმის ყველასთვის კარგი იქნება. სასიკეთო ცვლილებებს კი ხელს მძიმე მორიელის ნიშნიდან პლანეტების მშვილდოსანში გადასვლა უწყობს.

„ყველა ამოისუნთქებს, დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში შედის, უახლოესი 2 კვირა თითქმის ყველას ძალიან კარგი გვექნება, რაც ხშირი არ არის.

მნიშვნელოვანია, რომ დამთავრდა ეს დაბნელებების ზონა, ორი მნიშვნელოვანი პლანეტა მერკური და ვენერა 16 და 17 ნოემბერს ისეთ მძიმე ნიშანს ტოვებენ, როგორიც არის მორიელი და გადადიან საკმაოდ მსუბუქ, კეთილშობილ, ოპტიმისტურ მხიარულ ნიშანში, როგორიცაა მშვილდოსანი.

შესაბამისად, ჩვენი გონება მეტად გამხიარულდება, ენთუზიაზმი მოიმატებს, კეთილშობილების ელემენტები წამოიწევს წინა პლანზე. სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია, ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან, სიყვარული შეიძლება უცხოეთშიც გაღვივდეს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ იუპიტერი, ერთ-ერთი მმართველი პლანეტაა, გამარჯვების მმართველი, მეფეთა პლანეტაა. აქამდე უკუმავალი იყო, ამიტომ ცოტა ართულებდა ურთიერთობებს, მათ შორის, მოგზაურობის კუთხითაც იქმნებოდა სხვადასხვა სირთულე, ახლა ყველაფერი გაუმჯობესდება, იმიტომ რომ ხდება დირექტიული, სწორად მავალი, რაც კიდევ მეტად გააუმჯობესებს რელიგიურ, პოლიტიკურ საკითხებს. შეიძლება, ახალი ლიდერებიც გამოჩნდნენ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ უცხოეთიდან ინვესტიციები შემოვიტანოთ უფრო მეტად, ან კაპიტალ დაბანდება განვახორციელოთ უცხოელებთან. სპორტული მიღწევებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, რადგან იუპიტერი მართავს სპორტს.

გეომაგნიტური დღეებია: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, ზედიზედ სამი დღე. თუ გქონდათ თავის ტკივილი, უგუნებობა, განწყობის შეცვლა – ეს წნევასთან იქნება დაკავშირებული და მოიწესრიგეთ.

ის პრობლემები, რომელიც გადავლახეთ, ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება და რატომ – ჩვენ წინ გვაქვს გველჭერის პერიოდი. ამას თავის დროზე მეცამეტე ზოდიაქოდ ასაღებდნენ, სინამდვილეში არ არის. ეს მითოლოგიურად არის ერთგვარი შეჯამება იმისა, წელი როგორ გავიარეთ.

თუ თქვენ გაიარეთ სწორად, მაშინ ამ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შეიძლება, კოსმიური საჩუქრებიც მიიღოთ, მაგრამ თუ ამ 2 კვირის განმავლობაში გაცივდით ან ავად გახდით, ან რამე პრობლემები დაგემთხვათ, ნიშნავს იმას, რომ კოსმოსი გვამცნობს, რომ არ მივდიოდით სწორად, საკუთარ თავსა და ნეგატიურ თვისებებში ჩაიხედეთო.

ეს არის ცდუნებების 2-კვირიანი პერიოდი, მთავარია გონიერება, წინდახედულობა, საეჭვო ადამიანებს არ აჰყვეთ. ერთადერთი ამას ითხოვს სამყარო. თუმცა, საერთო ჯამში, ყველასთვის კარგი პერიოდია.” – აცხადებს ცაგარელი.

Cesko