ჩინეთი აშშ-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს – BBC

March 14, 15:24
0
370

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ რუსეთის დახმარებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ამერიკული მხარის მიერ გავრცელებული“ დეზინფორმაცია უწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ერთი დღით ადრე, ამერიკულმა მედიასაშუალებამ, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობისა და „სხვა დახმარების“ უზრუნველყოფა სთხოვა უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად. თეთრ სახლს ამ ცნობებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

14 მარტს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი რომში ჩინელ დიპლომატს შეხვდება.

Cesko