„ნაციონალები“ საკუთარი ტელევიზიებით ფაშისტურ იდეოლოგიას ქადაგებენ – ნანა კაკაბაძე

March 14, 12:22
0
289

„ნაციონალები“ საკუთარი ტელევიზიებით ფაშისტურ იდეოლოგიას ქადაგებენ, 2008 წლის 7-8 აგვისტოს „ნაციონალების“ ხელისუფლებამ ქვეყნის 20% რუსეთს გადასცეს!

ომის დაწყებიდან 2 დღეში, სააკაშვილმა ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს! 2 კვირაში – ევროპარლამენტში, „ნაციონალებმა“, ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც აღიარეს, რომ ქართულმა მხარემ, 2008 წლის 7 აგვისტოს ღამეს, მძინარე ცხინვალი დაბომბა კასეტური ბომბებით, „ნაციონალებმა“ ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში, რუსეთს მიყიდეს 30-მდე სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის წყალი!“ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ნაციონალური“ მოძრაობა დღეს ხელისუფლებას მოუწოდებს ფაშისტური (ეროვნული) ნიშნით არ შემოუშვას ქვეყანაში რუსი ტურისტები. ისმის მოწოდებები რესტორნებმა ფაშისტური (ეროვნული) ნიშნით არ უმასპინძლონ რუს ტურისტებს.

კითხვა #1. 2008 წელს საქართველოს მიწებს რომ აბარებდით რუსეთს, მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი?

კითხვა #2. 2008 წელს, სტრატეგიული ობიექტები რომ მიყიდეთ რუსეთს ომის დამთავრებიდან 10 დღეში (მათ შორის წყალი) მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი?

კითხვა #3. ომის დამთავრებისთანავე რომ გააუქმეთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან, მაშინაც არ იყო რუსეთი ოკუპანტი? კითხვა # 4. თუ მაშინ ისე გჭირდებოდათ და ახლა ასე გჭირდებათ, რათა ომში ჩაითრიოთ ქვეყანა და მიაღწიოთ თქვენს სანუკვარ მიზანს, მიაღწიოთ ქვეყნის ჩამოშლასა და განადგურებას?!“ – წერს ნანა კაკაბაძე.

Cesko