27 Views
„იმედის კვირამ“ ხარკოვის მერთან ინტერვიუ ჩაწერა. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი უკვე მეთვრამეტე დღეა რუსი ოკუპანტების სამიზნეა.
„ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. ქალაქი იბომბებოდა როდესაც კახა კალაძის ზარი გაისმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის როგორც პოლიტიკურად ისე მორალურად. მაშინვე ვუთხარი ხარკოველებს, რომ თბილისის მერმა დარეკა და გვითხრა, რომ ჩვენს გვერდით არის ისევე, როგორც მთელი საქართველო და მზადაა დაგვეხმაროს რითაც შეძლებს.“