ახალციხეში ერთმანეთს 10 მანქანა დაეჯახა [ვიდეო]

March 13, 13:46
0
415

დღეს, 13 მარტს, თოვლიანი გზის გამო, რაბათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიყოლებით 10 მანქანა დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

“შვიდი მანქანა იყო დაზიანებული, შემდეგ კიდევ ორი დაემატა, შემდეგ კიდე ერთი. სრიალით მოდიოდნენ და ერთმანეთს ეჯახებოდნენ. დაშავებული არავინ არის. 5-5 წუთი პერიოდში ეჯახებოდნენ ერთმანეთს. პატრულის მანქანები არის ადგილზე. 1 საათია ეს მდგომარეობაა და ახლა გადაკეტეს გზა. მარილიც კი არ დაყრილა დღეს. საქონლით დატვირთული მანქანა საათნახევარია აქ დგას“,-ამბობს თვითმხილველი, ციალა შავაძე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მოძრაობა სრულად შეფერხებულია და მოცურებული მანქანების რაოდენობა ყოველწუთს იზრდება.

Cesko