ომის მორიგი მსხვერპლი ბავშვი – რუსი ოკუპანტების ტყვიას 15 წლის ფეხბურთელი დედასთან ერთად შეეწირა

March 12, 19:20
0
322

კიევის ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლა “ათლეტის” 15 წლის ფეხბურთელი დედასთან ერთად რუსი ოკუპანტების ტყვიას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო სკოლა ავრცელებს. შემთხვევა კიევის ოლქში ბროვარსკის რაიონში მოხდა.

“დღეს მტრის ტყვიას ემსხვერპლა ჩვენი გუნდის ათლეტი 2006-ის  ფეხბურთელი დმიტრო ევდოჩენკო, დედასთან მარინა ევდოჩენკოსთან ერთად. სიტყვები ვერ გადმოსცემს ტკივილს და დარდს, საშინელი სიზმარივითაა. მშვიდად განისვენეთ… ამის პატიება შეუძლებელია… ამის დავიწყება შეუძლებელია,”- ნათქვამია სპორტული სკოლის ფეისბუკგვერდზე.

Cesko