,,ბოლომდე გამანადგურეს… თუ ასე გამწირა ღმერთმა, ჩემი გულიც ჩემს შვილთან ერთად გაჩერდება, ვიცი, ამას როგორც გავაკეთებ” – 8 წლის გიოს დედის უმძიმესი წერილი

March 12, 14:10
0
653

ის, რაც ახალგაზრდა დედის, ნათია ზარიძის თავს ხდება, არის წამების ტოლფასი! და ამის შორიდან ყურებას ჰქვია გულგრილობა! ნათია შვილის, გიორგის სიცოცხლისთვის იბრძვის და იმის ნაცვლად, გვერდში დაუდგნენ, ბარიერებს უქმნიან. მისი პოსტების ამონარიდებიდან მიხვდებით, რასთან უწევს გამკლავება 8 წლის გიორგის დედას.
,,გამააანაადგურეს ბოლომდე, როგორც შეეძლოთ!
ექიმის პასუხი: საზღვარგარეთ დაფინანსებაზე უნდა დაწეროს ექსპერტ ქირურგმა და სულ რამდენიმეა ასეთი.
ჩემი კითხვა: ვინ არიან ეს ექსპერტები?
ექიმის პასუხი: არ ვიცი!
მე: ერთი მაინც მითხარით.
ექიმი: არ ვიცი!
ქალმა, რომელიც ჯანდაცვაში კომისიის წევრია, თურმე ექსპერტ ქირურგები არ იცის. ყველანაირად ხელს მიშლიან, აქედან წავიყვანო ბავშვი. ისედაც თავგზაარეულს უფრო მაფერხებენ. მოგეკითხებათ ამიერში თუ არა, იმიერში მაინც! მე თუ ჩემი შვილი ვერ გადავარჩინე, გავყვები, სადაც იქნება და მე ვიქნები მაგალითი უსამართლობის, გამწარებული დედის და უსამართლოდ გაწირული ბავშვის. იქნებ სხვისი შვილებისთვის შეიცვალოს რამე. ეს გინდათ?
ჩემს შვილს პირობას ვაძლევ, თუ ასე გამწირა ღმერთმა, ჩემი გულიც ჩემს შვილთან ერთად გაჩერდება, უკვე ვიცი ამას როგორც გავაკეთებ!.. სადაც ის, მეც იქ. შენ ნუ გეშინია, დედიკო, მე სულ შენთან ვიქნები…”
,,გუშინ ვიყავით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. თურმე აღმოჩნდა, რომ ტყუილად ვეძებდი ექსპერტ ქირურგს, რომლისგანაც ავიღებდი დასკვნას საზღვარგარეთ ოპერაციაზე. არ ჰქონიათ თქმის უფლება…
ჩვეულებრივად დამცინიან, მორალურად მანადგურებს ეს ყველაფერი. ქირურგიდან ქირურგთან მამისამართებენ, სისხლის ფასად მოგროვებულ თანხას მახარჯინებენ, გიორგისთვის უძვირფასეს დღეებს მაკარგვინებენ. გაცემული ფორმა 100 სამინოსტროში უნდა შევიტანო განსახილველად…  კომისიის ერთ-ერთი წევრი ის ონკოლოგია, პირველად რომ აბუჩად აგვიგდო, ქირურგები არ გვითხრა, სწორი მიმართულება არ მოგვცა, თავგზა აგვირია…
საუბარს შეესწრნენ ჩემი გიორგი და ელენიკო, ნახეს განადგურებული, დამცირებული დედა.
არ დამავიწყდება გიორგის სიტყვები: ,,დედა, ნუ გეშინია, დიდი როცა გავხდები, მე დაგიცავ”, ,,დედა ალბათ მართლა არ იცის, წამალს ხომ არ დაგვიმალავდა”. 8 წლის ბავშვიც კი ვერ უშვებს, სნეულებაში მყოფ ადამიანს როგორ უნდა დაუმალო ,,წამალი”. ერთადერთია ჩემი შვილი, ვინც ამართლებს და ფიქრობს, რომ დედა ცდება და ექიმი ამას არ გააკეთებს, იმიტომ, რომ ჩემს შვილს და ზოგადად ჩვენს პატარა შვილებს,სამყაროსხელა კეთილი გული აქვთ”.
გიორგის ამბები შეგიძლიათ ნახოთ ჯგუფში გიოსთვის, მისი ანგარიშებია:
თიბისი : GE98TB7222945068100007
საქართველო:
GE28BG0000000161845873
მიმღები: ნათია ზარიძე (დედა)
პირადი ნომერი
01 01 90 72 317
დონაცია-Paypal
https://www.paypal.com/paypalme/natiazaridze

Cesko