“უკრაინის დიდ ქალაქებზე დამანგრეველი დარტყმები ხორციელდება” – პოდოლიაკი

March 11, 12:07
0
331

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის დიდ ქალაქებზე თავდასხმები კვლავ გრძელდება. მისი თქმით, რუსეთის დესტრუქციული ომის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა და ქვეყნის დიდი ქალაქებია.

„უკრაინის დიდ ქალაქებზე კვლავ დამანგრეველი დარტყმები ხორციელდება. პირველი აფეთქება მოხდა ლუცკში და დაზიანდა შენობა, ივანო-ფრანკოვსკში მოხდა 3 ძლიერი აფეთქება. თავდასხმის ქვეშ იმყოფება დნიპროც. რუსეთის დესტრუქციული ომი მშვიდობიანი მოსახლეობისა და დიდი ქალაქების წინააღმდეგ გრძელდება, – წერს ის.

Cesko