„ჩემი ბრაზი საშინელია, შურისძიება კი უკონტროლო. მაშინ მიხვდებით, რომ თქვენი სანქციები უბრალოდ ყვავილებია…“ – კადიროვი ჯონსონს მიმართავს

March 10, 23:22
0
523

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი დიდი ბრიტანეთის მიერ მისთვის პირადი სანქციების დაწესებას ტელეგრამის პირად არხზე განცხადებით გამოეხმაურა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს მიმართა.

კადიროვის თქმით, მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის სურვილი ჰქონდა, თუმცა ამის შესაძლებლობა ჯონსონმა და მისმა გუნდმა არ მისცა.

რამზან კადიროვი ბორის ჯონსონს მიმართავს და ამბობს, რომ ის უღირსად იქცევა.

„სანუკვარი ოცნება მქონდა, რომელსაც ოპტიმიზმით ვკვებავდი და მოწიწებით ველოდი იმ დღეს, როდესაც  ახდებოდა. არაფერი არარეალური ჩემს ოცნებაში არ ყოფილა, დიდ ბრიტანეთში მინდოდა წასვლა.

გასეირნება ლონდონში, ტემზის ხედით ტკბობა, ბიგ-ბენის და ბუკინგემის სასახლის ნახვა… გალერეაში პორტრეტების დათვალიერება, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ოცნებები არ ახდება. მეგონა, რომ მიზანი ახლოს იყო, მაგრამ ბორის ჯონსონმა და მისმა გუნდმა ამის შესაძლებლობა არ მომცა.

რას გავაკეთებ მომავალში? როგორ ვიცხოვრებ? თქვენ მე კუთხეში მომიწყვდიეთ და ეს არ უნდა გააკეთოთ. როცა ვბრაზდები, წყობიდან გამოვდივარ, ჩემი ბრაზი საშინელია, შურისძიება კი უკონტროლო. მაშინ მიხვდებით, რომ თქვენი სანქციები უბრალოდ ყვავილებია… ნუ მოიქცევით ასე უღირსად. თქვენ არ აძლევთ ტურისტს შესაძლებლობას, რომ შექსპირისა და შერლოკ ჰოლმსის სამყაროში ჩაიძიროს.

სიმართლე გითხრათ, როცა ვიხსენებ ჩემს ბავშვობას, ჩემს სოფელს სულში სიამაყე მიტრიალებს. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ უბრალო ბიჭს ახმატ-იურტადან, ორიოდე ათეული წლის შემდეგ ამერიკა და მთელი დასავლეთი პირადი სანქციებს დაუწესებდნენ.  ეს „პატივია“ არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი ჩვენი სოფლისა და ხალხისთვის. თქვენ ჰალუცინაციებში ცხოვრობთ! თქვენ ხედავთ ბირთვულ აპოკალიფსს, შემდეგ მესამე მსოფლიო ომს. სამარცხვინო სანახაობა ხართ“, – აცხადებს რამზან კადიროვი.

წყარო: pia.ge

Cesko