“აბა, ბორის გრიგორიევიჩ, გაინძერი, მიდექ-მოდექი, არ გაგვაწბილო!” – ექსპრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

0
556
45 Views

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ “საქართველოს უნივერსიტეტმა” უკრაინას მილიონი ლარი გადაურიცხა.

ამასთან, ექსპრეზიდენტი “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ “საქართველოს უნივერსიტეტის” მაგალითს მიბაძოს და უკრაინის დახმარების ფონდში ფული გადარიცხოს.

“დედაჩემის და მანანა სანოძის “საქართველოს უნივერსიტეტმა”, რომელიც არ არის კლასიკური ბიზნესი, უკრაინის დასახმარებლად მილიონი ლარი გადარიცხა. იმდენივე, რაც საქართველოს მთელმა მთავრობამ.

მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, იმ პირობებში, როცა მსოფლიოს უამრავი ბიზნესმენი რიცხავს ფულს უკრაინის ფონდში, მიბაძოს ამ მაგალითს და გადარიცხოს ფული.

აბა, ბორის გრიგორიევიჩ, გაინძერი, მიდექ-მოდექი, არ გაგვაწბილო!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Cesko