რატომ დაცარიელდა შაქრისა და ზეთის დახლები – „აგროჰაბის“ დირექტორის განმარტავს, არის თუ არა ქსელში პირველადი მოხმარების პროდუქტის დეფიციტი

0
549
23 Views

ბოლო დღეებში პანიკური მოთხოვნის გამო, მაღაზიების ნაწილში ზეთისა და შაქრის დახლები ცარიელია. რის გამოც რამდენიმე კომპანია ერთ ადამიანზე მხოლოდ 2 შეკვრა შაქრის გაყიდვას უშვებს.

თუმცა, კომპანია „აგროჰაბის“ დირექტორი აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან პირველადი მოხმარების პროდუქტზე დეფიციტი არ შეინიშნება:

„ჯამურად დეფიციტი არანაირი პირველადი მოხმარების პროდუქტზე არ არის. სამწუხაროდ დღეს შეინიშნება რატომღაც შაქარზე ძალიან გაზრდილი მოთხოვნა.

თუმცა ეს პანიკა, როგორც ჩანს არც პირველია და არც უკანასკნელი ქართველი მომხმარებლებისთვის, ასე იყო პანდემიის პირობებში, მაგრამ მთლიანობაში, არც შაქარზე და არც სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე დეფიციტი არ ყოფილა.

დროებითი შეფერხება, რომელიც სხვადასხვა ქსელშია, ეს არის ალბათ მაქსიმუმ 2 დღის შეფერხება, რომელიც მხოლოდ ლოჯისტიკასთან არის დაკავშირებული და სინამდვილეში პრობლემას არ წარმოადგენს“, – აცხადებს კომპანია „აგროჰაბის“ დირექტორი ლაშა გოცირიძე.

Cesko