რას ნიშნავს Z და სხვა სიმბოლოები რუსულ სამხედრო ტექნიკაზე ? – ვახო სანაია ვერსიებზე

March 9, 20:05
0
332

ჟურნალისტი ვახო სანაია უკრაინაში მყოფ რუსულ სამხედრო ტექნიკაზე Z და სხვა სიმბოლოების სავარაუდო მნიშვნელობაზე წერს:

„რას ნიშნავს Z და სხვა სიმბოლოები რუსულ სამხედრო ტექნიკაზე ?
ამ საკითხზე ბევრი ვარაუდი გამოითქვა.
⚫️ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განმარტება :
Z – რუსეთის აღმოსავლეთის ძალები
Z კვადრატში – ყირიმში განთავსებული რუსული ძალები
O – ბელარუსში განთავსებული ძალები
V – საზღვაო ქვეითები
Х – კადიროვის ძალები
A – სპეცრაზმები
⚫️ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტება :
Z – ,,За победу” (გამარჯვებისთვის)
V — ,,Сила в правде” и ,,Задача будет выполнена” (ძალა სიმართლეშია და ამოცანა შესრულებული იქნება)
⚫️ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელში სხვა ვარიანტებიც გამოაქვეყნა :
За детей Донбасса – დონბასის ბავშვებისთვის
Zакат нацизма – ნაციზმის დაისი
Когда Россия поZвала – როცა რუსეთმა მიხმო
За правду – სიმართლისთვის
⚫️ დასავლური მედია და ექსპერტებიც მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ :
Z
Zelensky – ზელენსკი (მთავარი სამიზნე)
Za pobedy – გამარჯვებისთვის
Zapad – დასავლეთი
Zorro Squad – ზოროს რაზმი
V
for victory – გამარჯვებისთვის
⚫️ არსებობს მოსაზრება, რომ წარწერებში რაიმე ფარულ აზრი არ დევს და იმისთვისაა, რომ უბრალოდ თავისიანები გაარჩიონ.
ერთი სიტყვით, ზუსტი პასუხი არ არსებობს“ – წერს სანაია.
Cesko