ქართული ლეგიონის მეთაური უკრაინაში, მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“კიევის გარშემო ხდება კონცენტრაცია, სანამ ომი დაიწყებოდა, მანამდეც ვიძახდი, რომ კიევი იქნებოდა ძირთადი სამიზნე. დიდი ძალების გადაჯგუფება ხდება ახლა იერეშისთვის. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი ყველა, გარდა საბრძოლო დავალებებისა, ვეხმარებით მოსახლეობას ევაკუაციაში. გუშინწინ მოხდა, 10 რუსული ტანკი იყო გაჩერებული, გადმოსულები იყვნენ ოპერატორები და ჩაბარება უნდოდათ და ეძებდნენ ვის ჩაბარებოდნენ. მასიური დეზერტირობა მიდის რუსულ არმიაში, მოტივაცია აქვთ ნოლი და ცდილობენ ჩანარდნენ უკრაინელებს. აუცილებლად შევძლებთ კიევის დაცვას.
მითს გავაქარწყლებ რუსული შენაერთების ბრძოლისუნარიანობაზე, აქამდე ვერაფრის გაკეთება შეძლეს. გარდა იმისა, რომ ერთ ადგილას არიან გამაგრებულნი და ვერ იწევენ წინ. ძირითადი საბრძოლო დანაყოფები განადგურებულია, თუ საჰაერო სივრცე დაიკეტა უკრაინის თავზე, დანარჩენი ბანდიტური დაჯგუფებების, რომელიც შემოყვანილი ჰყავს რუსეთს, განადგურება მოხდება უახლოეს ომავალში.
რუსული პროპაგანდა კარგად მუშაობს – სინამდვილეში, ბრძოლისუნარიანი შენაერთები უკვე გამოყენებული ჰყავთ, არამხოლოდ ახლა, გამოყენებული ჰყავთ ბოლო 8 წლის მანძილზე. რუსეთი ვერაფრით ვერ გაგვაკვირვებს. თუ დაიკეტება საჰაერო სივრცე, 1000-პროცენტიანი გარანტიით, უკრაინული არმია შეძლებს მათ განადგურებას. კოლონები ნადგურდება გზაშივე დაახლოებით 30 პროცენტით. შემოდის კიდევ რამდენიმე კოლონა, ჩვენ მზად ვართ შესახვედრად.”