29 Views
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში ავტოავარიის შედეგად ორმა ადამიანმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.
თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსი სოფელში ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა, რის შედეგადაც მილი აალდა და მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომანქანა მთლიანად დაიწვა, მძღოლმა და ერთმა მგზავრმა კი სხეულის მძმე დამწვრობა მიიღეს.
დაშავებულები ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
საზოგადოებრივი მაუწყებელი