დასავლეთის ქვეყნების  ლიდერები   პუტინთან პირისპირ საუბარში სანქციებით კი არ იმუქრებიან, სხვანაირად “ჭიკჭიკებენ” – პესკოვი

0
509
35 Views

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე პუტინთან დასავლეთის ქვეყნების ლიდერების საუბრის ტონალობა “მკვეთრად საწინააღმდეგოა ამ სახელმწიფოების მედიაში გაჩაღებული ისტერიკისგან” –  დასავლეთის ქვეყნების  ლიდერები   პუტინთან პირისპირ საუბარში სანქციებით კი არ იმუქრებიან, სხვანაირად “ჭიკჭიკებენ”.

პესკოვმა ისიც თქვა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, კრემლს შეუძლია პუტინსა და უცხოელ ლიდერებს შორის საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნება, როგორც ეს უკვე გაკეთდა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის შემთხვევაში.

“იმედი მაქვს, საქმე იქამდე არ მივა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებების დახურული ნაწილის ჩანაწერები შეიქნეს გამოსაქვეყნებელი, მაგრამ, თუ ჩვენი პრეზიდენტის სიმართლის დამტკიცება გახდა საჭირო, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, _ განაცხადა პესკოვმა.

Cesko