57 Views
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა ჩოგბურთში გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სპონსორი გამოკითხეს.
ბასილაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საქართველოში პირველ ჩოგანს ჩაწყობილ თამაშებთან კავშირი არასდროს ჰქონია და ეს ყველაფერი დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია.
საქმეს, რომელსაც ბასილაშვილს ედავებიან, 2016 წლის ეპიზოდს მოიცავს. თუ დადასტურდება, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი თამაშების სანაცვლოდ თანხას წინასწარ იღებდა, მას უმკაცრესი სანქციები ელოდება.