“ქმრის მორჯულების წესები ეჭვიანი ცოლებისთვის…” – დინა მირცხულავა

February 22, 07:12
0
476

მწერალი, დინა მირცხულავა:

“ქმრის მოხმარება – მორჯულების წესები ეჭვიანი ცოლებისთვის….

1. ვთაგავთ ყველა ფოტოზე.
2. ყველა დათაგულ ფოტოს ვაზიარებთ დრო და დრო და ისევ თვიდან ვთაგავთ გაზიარებულზე.
3. მის ყველა კომენტარს ვალაიქებთ, რომლებსაც ტოვებს სხვების პოსტებზე.
4. ასევე ვალაიქებთ ყველა მდედრის სტიკერ- კომენტარს მის ფოტოზე. ნიშნად იმისა, რომ ვარსებობთ.
5. შევდივართ ბავშვის ფეისბუქიდან და ვუწერთ კომენტარს : მადლობა, მამა, რომ ყველაზე მაგარი ქალი შემირჩიე დედად.
6. ყოველდღე ვამოწმებთ მეგობრების რაოდენობას და ბოლოს დამატებულ დინას, ქეწკას, ნაწკას და კაწკას ვიმატებთ ჩვენც.
7. თუ ზემოთ აღნიშნული ექვსი პუნქტი აინუშშიაც არ ჩააგდო, მაშინ ვაბამთ სამზარეულოდან საძინებლამდე (სინაზე გაბმული ძაღლივით), თუ მწეველია- აივნამდე ვუგრძელებთ მოძრაობის არეალს.
8. თუ შვიდივე პუნქტი უგულველჰყო, ბოლოსდაბოლოს ვუდაქალდებით იმას, ვისზეც ვეჭვიანობთ, ეგება და გემოვნებიანი ქალია და მართლა ცალ ფეხზე ჰკიდია ჩვენი ქმარი !!!”
Cesko