46 Views
ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია ბათუმის სანაპიროდან ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
,,ბათუმის სანაპირო. აქვეა ძველი ბულვარის განთქმული შადრევნები. პირდაპირ პლაჟზე განლაგებული მაღაზია ,,პიერ ბათუმი”, რესტორანი ,,მედუზა” და სხვა, ერთ დღეში მიწასთან გაასწორეს. უკანონოდ იყო აშენებულიო… მაგრამ, თქვენ რომ ნახოთ, რამდენი დაჟანგული, დანგრეული, გაუბედურებული ბარი-კლუბი-კაფეა განლაგებული სანაპიროს პირველ ზოლში. მანდ წესრიგშია ყველაფერი? კაფე ,,ტყუპები” – სიმახინჯის პიკი! ეგ არ არის ასაღები?! თუ წესრიგს ამყარებთ, მაშინ მიტოვებულ, მახინჯ შენობებსაც მიხედეთ. სავსეა ბათუმის სანაპირო”.